წესები და პირობები
გმადლობთ, რომ აირჩიეთ MEMORA. ჩვენი მიზანია შემოვინახოთ მოგონებები და თქვენი ოჯახის ისტორია მომავალი თაობებისთვის.
გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს წესებს და პირობებს:
1. რას გთავაზობთ:
MEMORA გთავაზობთ მემორიალური დაფის შექმნას QR კოდით, რომელიც გადაგიყვანთ ციფრულ გვერდზე, სადაც ინახება საყვარელი ადამიანის ფოტოები, ვიდეოები და ისტორიები. ჩვენ ვქმნით ვიზუალურ კოლაჟს თქვენ მიერ გამოგზავნილი მასალებით, ვაგენერირებთ QR კოდს, გადაგვაქვს კოდი მემორიალურ ფირფიტაზე და ვინახავთ ინფორმაციას შესაბამის ონლაინ პლატფორმაზე.
2. QR კოდის მოქმედების ვადა:
ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ხანგრძლივი დროით შევინარჩუნოთ ციფრული გვერდის მუშაობა. თუმცა, QR კოდის ფუნქციონირება დამოკიდებულია მესამე მხარეების ტექნიკურ სერვისებზე და პირობებზე, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. შესაბამისად, ვერ ვიძლევით აბსოლუტურ გარანტიას QR კოდის „მარადიულობაზე“. ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში, შევეცდებით მოვახდინოთ თქვენი ინფორმირება.
3. მომხმარებლის პასუხისმგებლობა:
თქვენ გვაწვდით მხოლოდ იმ ინფორმაციას (ფოტოები, ვიდეო მასალები, ტექსტები), რომლის გამოყენების უფლებაც გაქვთ. ჩვენ გპირდებით, რომ თქვენ მასალებს გამოვიყენებთ მხოლოდ მემორიალური ფირფიტის შექმნის მიზნით და არ გადავცემთ მესამე პირებს.
4. გადახდა და დაბრუნება:
გადახდას აწარმოებთ შეკვეთის გადმოცემისას უნაღდო ანგარიშსწორებით. მასალის დამუშავებისთვის მიღებული შეკვეთის ღირებულება, დაბრუნებას არ ექვემდებარება. ჩვენი მხრიდან გამოწვეული შეცდომის შემთხვევაში, აუცილებლად გთავაზობთ გამოსავალს ან მის გამოსწორებას.
5. საავტორო უფლებები:
თქვენ მიერ მოწოდებულ მასალებზე ყველა უფლება რჩება თქვენთან. ჩვენ გვაქვს მხოლოდ მათი გამოყენების უფლება MEMORA -ს ფარგლებში.
-Photoroom_edited.png)